დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარს მთავრობის სხდომა არ გაიმართება
საქართველოს მთავრობის სხდომა 17 იანვარს არ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
„შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო.
მთავრობის სხდომა 14:00 საათზე უნდა გამართულიყო. ამასთან, მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი საქართველოს მასშტაბით გლოვის დღედ გამოცხადდა“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.