დიდ დიღომში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოკლულია ქალი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.