დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ
თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ.
როგორც ექსპერტები ჟურნალისტებთან აცხადებენ, ისინი კორპუსის მცხოვრებლებთან ერთად შევლენ თითოეულ ბინაში და ზარალს დაითვლიან.
მათვე ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალებით მივიდნენ.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, მათ პირადი ნივთები საცხოვრებელი სახლებიდან გამოტანილი აქვთ, თუმცა დღეს ექსპერტების დასკვნას ელოდებიან, რათა გაიგონ, როდის შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
აფეთქების ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.