თბილისში, დიდ დიღომში 11 წლის გოგონას ეძებენ.
Marketer.ge ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკარგული ბავშვი მათი თანამშრომლის შვილია.
„დაგვეხმარეთ გავრცელებაში! ჩვენი თანამშრომლის შვილი დაიკარგა რამდენიმე საათის წინ, დიდი დიღმის ტერიტორიაზე (მე-3 მიკრო). დაიკარგა 11 წლის მარიამ ბარაბაძე, მთელი დიღომი ეძებს ჯერ ვერ ვპოულობთ. გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, იქნებ ვინმემ სადმე შენიშნოს მიმდებარე უბნებში და ყველგან“,- აღნოშნულია Marketer.ge-ს ფეისბუქგვერდზე.
სამართალდამცველები აქტიურ სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.