დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, საკარანტინო პერიოდი შეამცირონ.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სამუშაო ჯგუფში საკარანტინო პერიოდის 14 დღიდან 10 ან 7 დღემდე შემცირებაზე მსჯელობენ.
დიდ ბრიტანეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატება აღინიშნება. დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 884 457 შემთხვევეა, მათ შორის 44 975 ლეტალურად დასრულდა.