დიდ ბრიტანეთში სამი კვირის განმავლობაში კარანტინის წესების დარღვევისთვის სამი ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერეს
დიდ ბრიტანეთში სამი კვირის განმავლობაში კარანტინის წესების დარღვევისთვის სამი ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერეს. ამის შესახებ „ბიბისი“ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელზე, მაიკლ გოუვზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, 27 მარტიდან 13 აპრილამდე სამართალდამცველებმა დაწესებული შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის მოქალაქეებს 3 203 ჯარიმა გამოუწერეს. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 13 აპრილის შემდეგ ეს რაოდენობა მნიშვნელოვანად გაიზარდა.