დიდ ბრიტანეთში მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევა დადასტურდა
დიდ ბრიტანეთში მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევა დადასტურდა

დიდ ბრიტანეთში მარტის შემდეგ პირველად, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მცირეა. ბოლო 24 საათში გაერთიანებული სამეფოს საავადმყოფოებში ვირუსით 413 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელის, სტეფენ პოუისის თქმით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში იმიტომ იკლებს , რომ ბრიტანელმა ხალხმა სოციალური დისტანციის რეკომენდაცია კარგად დაიცვა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 148 377 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 20 319 ადამიანი.