დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 6 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 242 პაციენტი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 242 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 4 201 358 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 124 025 ადამიანი.