დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპული მედიკოსების ოჯახებს 60 ათას გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპული მედიკოსების ოჯახებს 60 ათას გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან

„კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას გარდაცვლილი მედიკოსების ოჯახებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 60 ათას გირვანქა სტერლინგს (75 ათასი დოლარი) გადაუხდის.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 21 ათასს აღემატება. მსხვერპლთა შორის ჯანდაცვის სფეროს 98 თანამშრომელია.

ფულად კომპენსაციას მიიღებენ იმ მედიკოსების ოჯახები, რომლებიც გარდაიცვალნენ სამუშაოს შესრულების დროს დაინფიცირების შედეგად.