დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 621 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 621 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაღუპულთა რიცხვი 4 934-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მსხვერპლთა საერთო რიცხვიდან 4 494 ინგლისში გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსი 5 903 ადამიანს დაუდასტურდა. ამგვარად „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა საერთო ჯამში 47 806 შეადგინა.