დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ჯანდაცვის 108 მუშაკი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ჯანდაცვის 108 მუშაკი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ეროვნული ჯანდაცვის სერვისის 85 და სოციალური დაცვის 23 მუშაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა პალატას განუცხადა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 160 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 22 000 ფატალური.

ბრიტანეთის მთავრობას ჯანდაცვის მუშაკები უკვე რამდენიმე კვირაა პერსონალური დაცვის აღჭურვილობის ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.