დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 28 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 28 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 28 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 112 პაციენტი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ჯამში 126 523 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 5 379 ადამიანს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ოთხი მილიონ 320 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.