დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 17.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 17.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 834 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 215 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრიტანეთში ვირუსის ჯამში 4 127 573 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის პანდემიამ 120 810 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.