დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ ჩელმსფორდში და ნოტინგჰემში დაფიქსირდა.
მისი თქმით, ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
სამხრეთ აფრიკის რეგიონში აღმოჩენილმა ვირუსის ახალმა შტამმა გლობალური შეშფოთება გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვირუსს შემაშფოთებელი უწოდა და მას ბერძნული ანბანის მე-15 ასოს, „ომიკრონის“ სახელი მიანიჭა. ორგანიზაციის ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტით რეინფიცირების საფრთხე ძველ ვარიანტებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია.
ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.