დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 პაციენტი
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 6 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ აქვეყნებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 469 762 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 42 358 ადამიანი.