დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 52 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 162 პაციენტი
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი 52 618 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 1 162 კოვიდინფიცირებული.
ბორის ჯონსონის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 1,5 მილიონამდე მოქალაქეს ჩაუტარდა.
გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 78 ათასს აღემატება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 889 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.