დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 39 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 39 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 39 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 19 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 41 პროცენტით გაიზარდა.

ქვეყანაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 46 314 039 ადამიანს აქვს გაკეთებული, ორივე დოზა კი 36 099 727 ადამიანს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში ვირუსის ხუთ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 120 ათასზე მეტი ადამიანი.