დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 37 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 214 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 37 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 214 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 37 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 214 ადამიანი დაიღუპა. ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ცხრა მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 141 ათასზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, დღეს ბრიტანეთის მარეგულირებელმა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო აბები დაამტკიცა. ტაბლეტი, სახელად მოლნუპირავირი დღეში ორჯერ მიეცემათ იმ მოწყვლად პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ.

მოლნუპირავირი ერთობლივად შექმნეს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა – Merck, Sharp and Dohme-მა (MSD) და Ridgeback Biotherapeutics-მა. ის კოვიდის სამკურნალო პირველი ორალური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც აბის სახით მიიღება და არა შიდავენური ინექციით.

ბრიტანეთის სამედიცინო მარეგულირებლის, MHRA-ს განცხადებით, ტაბლეტს ავტორიზაცია იმ ადამიანებში გამოყენებისთვის მიეცა, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კოვიდი აქვთ და ამავე დროს, გააჩნიათ გართულების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი, მაგალითად, სიმსუქნე, ასაკი, დიაბეტი ან გულის დაავადება.