დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 33 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 33 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, ერთ დღეში 33 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მასობრივი ტესტირების დაწყებას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში ვირუსის მსუბუქი ფორმა გაცილებით მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე ეს მარტში, ვირუსის პირველი ტალღის დროს იყო.

საერთო ჯამში დიდი ბრიტანეთში ვირუსით ინფიცირების 1,29 მილიონი შემთხვევა აღრიცხეს.

4 ნოემბრიდან დიდ ბრიტანეთში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ქვეყნის ტერიტორიაზე დახურულია რესტორნების და პაბები, სპორტული დარბაზები და მაღაზიები.