დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 23 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 162 პაციენტი
დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 23 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 162 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 034 914 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 46 717 ადამიანი.