დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 621 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 621 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 370 930 შემთხვევა, მათ შორის 41 628 ლეტალური აღმოჩნდა.