დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 449 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 16 840 ადამიანს. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 3 მილიონ 860 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 108 ათასს აღემატება. მსხვერპლთა მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.
მთავრობის სტატისტიკით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 9,65 მილიონმა ადამიანმა მიიღო.