დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 194 ადამიანი დაიღუპა
დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 194 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 194 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 21 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქვეყანაში 159 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 126 742 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 49 154 ადამიანი.