დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში 756 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მდივანმა, დომინიკ რააბმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 26 097 -ს შეადგენს.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, პირველად ეს მონაცემები საავადმყოფოებთან ერთად, მოიცავს ხანდაზმულთა თავშესაფრებში გარდაცვლილთა რაოდენობასაც.
დომინიკ რააბის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში კარანტინი იქამდე არ შემსუბუქდება, ვიდრე მთავრობა არ დარწმუნდება, რომ ამას ეპიდემიის განმეორებითი პიკი არ მოჰყვება.