რვა ივნისიდან დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდება. ამის შესახებ მთავრობამ მოსახლეობას ყოველდღიური ბრიფინგისას ამცნო. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
„დიდ ბრიტანეთში ჩამოსული მგზავრები ვალდებული იქნებიან, 14 დღე თვითიზოლაციის რეჟიმში გაატარონ, დაშვებული იქნება რამდენიმე გამონაკლისი. მათთვის, ვინც კარანტინის რეჟიმს დაარღვევს, ჯარიმა დაწესდება.
მიღებული რეგულაციების მიზეზი ჩვენი მოპოვებული პროგრესის შენარჩუნება და „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის თავიდან აცილებაა“, – განაცხადა ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა, პრითი პატელმა.