დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 22 868 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 22 868 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 30 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა სამი ადამიანი.
პანდემიის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში ვირუსს სულ 128 103 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ზრდას დიდ ბრიტანეთში „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მოქმედი კოვიდრეგულაციების გაუქმებას 19 ივლისს გეგმავს.