დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 062 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი
დიდ ბრიტანეთში ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი 1 062 პაციენტს დაუდასტურდა. ივნისის შემდეგ ინფიცირებულთა ყოველდღიურმა რაოდენობამ ათასს პირველად გადააჭარბა.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული რვა ადამიანი.
დიდ ბრიტანეთში ვირუსს სულ 46 574 ემსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 310 828 შემთხვევა.