დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 55 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 22 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 55 ადამიანი დაიღუპა, რაც 22 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 40 597 ადამიანია გარდაცვლილი.
ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, დედაქალაქ ლონდონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 1205 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში კი დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“- ის 288 826 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.