დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 60 916 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 830 ადამიანი
დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 60 916 ლაბორატორიულად დადასტურებელი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 830 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრიტანეთში ვირუსის 2 774 479 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია ჯამში 76 305 ადამიანი.