დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 205 ინფიცირებული
დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 205 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში ვირუსის 1 629 657 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში გარდაცვლილია 58 448 ადამიანი.