დიდი ბრიტანეთის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით სულ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში კორონავირუსით გარდაცვალების 888 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთან, 5 525-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. ამჟამად დიდი ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 114 217 შემთხვევა ფიქსირდება.