დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 405 ადამიანი დაინფიცირდა, 274 პაციენტი კი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 274 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 989 745 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 46 229 პაციენტი გარდაიცვალა.