დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 151 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში 151 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შედეგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 41 279 შეადგინა.
11 მაისის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში სულ ჩაატარეს კორონავიურსის 6 240 801 ტესტი. ვირუსი 291 409 ადამიანს დაუდასტურდა.