დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 239 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 239 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 28 680 ადამიანს. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 3 მილიონ 754 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 103 ათასს აღემატება. მსხვერპლთა მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.
მთავრობის სტატისტიკით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 7,45 მილიონმა ადამიანმა მიიღო.