დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 932 შემთხვევა გამოვლინდა, 145 პაციენტი კი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 44 932 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 145 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 8 361 651 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 138 379 პაციენტი გარდაიცვალა.