დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 450 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 506 პაციენტი
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 450 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 506 პაციენტი

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 506 შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ ქვეყანაში 18 450 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში ვირუსის მილიონ 888 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 64 908 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ის მეშვიდე ადგილს იკავებს გლობალური მასშტაბით.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საშობაოდ მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს.