დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 33 355 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 610 ინფიცირებული
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 610 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 33 355 ადამიანს.
შესაბამის მონაცემებს ბრიტანული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 3 მილიონ 440 ათასზე მეტი შემთხვევა.
ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 90 ათასს აღემატება. მსხვერპლთა მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.