დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 539 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 539 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 397 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდი ბრიტანეთში ვირუსის 1 694 806 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 60 714 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
დიდი ბრიტანეთი, ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.