დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ თურქეთის მიერ გაგზავნილი 400 000 სამედიცინო ხალათი სტანდარტს არ აკმაყოფილებს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, თურქეთის მიერ გაგზავნილი 400 000 სამედიცინო ხალათი სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, ხალათები ამჟამად ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში არის დასაწყობებული და მათ თურქეთს დაუბრუნებენ, ხოლო ხელისუფლება გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს.
თურქეთმა დიდი ბრიტანეთში დამცავი საშუალებები გასულ თვეს გააგზავნა.