ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა პაოლო დიბალამ შესაძლოა იტალიური კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს. როგორც ტუტო მერკატო (Tutto Mercarto) ამტკიცებს, 25 წლის არგენტინელზე ლივერპული აცხადებს პრეტენზიას.
ინგლისელებს სურთ დიბალასთან უახლოეს პერიოდში წინასწარი კონტრაქტის გაფორმება. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად დასახელებულია 100 მილიონი ევრო. არგენტინელ თავდამსხმელზე კიდევ ერთ პრეტენდენტად მიიჩნევა მადრიდის რეალი.
მიმდინარე სეზონში დიბალამ 35 ოფიციალური მატჩი ჩაატარა იუვენტუსის შემადგენლობაში, გაიტანა ცხრა გოლი და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.