დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამა გურჯაანსა და მარნეულშიც ამოქმედდა
დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამა გურჯაანსა და მარნეულშიც ამოქმედდა

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაფართოვდა, დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას უკვე გურჯაანსა და მარნეულშიც შეძლებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რეგიონებში, სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბავშვთა ენდოკრინოლოგების მიერ კონსულტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში მოხდება – კერძოდ: დადგენილი პერიოდულობით (თვეში არანაკლებ ერთხელ) სამედიცინო დაწესებულებაში, ენდოკრინოლოგის მიერ ბენეფიციარების ადგილზე მომსახურება მოხდება, ხოლო კონსულტაციების ნაწილი განხორციელდება დისტანციურად.

ბავშვთა ენდოკრინოლოგები ძირითადად დასაქმებულნი არიან დიდ ქალაქებში, რის გამოც რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს ექიმთან კონსულტაციისთვის საქალაქთაშორისო გადაადგილება უწევთ. სერვისის ჰიბრიდულ რეჟიმში მიწოდება კი შესაძლებლობას აძლევს პაციენტს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურება, ადგილზევე, თავის რეგიონში მიიღოს. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის.

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული სერვისი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:
საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:
გლუკომეტრი;
• სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები
ლანცეტის ნემსები;
• შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები;
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით;
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო
განათლება;

• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის
შემთხვევაში;
• სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
თბილისი:
ენმედიცი“-თბილისი წინანდლის ქ.N9
შპს. „დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი“;-თბილისი. პ.ქავთარაძის I შესახვევი N2
შპს. „დიაკორი“-თბილისი, ლუბლიანას ქ.N5
შპს ჯეო ჰოსპიტალს – თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი –
წინანდლის N9-3
ქუთაისი:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – ჯავახიშვილის N 83ა
ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ტ.ტაბიძის 23
ბათუმი:
ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური
ჰოსპიტალი (აეროპორტის გზატკეცილი 64)
შპს ქ.ბათუმის №1 პოლიკლინიკა – ტბ. აბუსერიძის ქ. №2
გურჯაანი:
შპს ჯეო ჰოსპიტალს – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი –
მარჯანიშვილის ქ. N35
მარნეული:
შპს ჯეო ჰოსპიტალს – მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული
სამედიცინო ცენტრი – რუსთაველის ქ. N112

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.