დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მათ დეტალურად ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.