დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 22-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებში მოთავსებული ინფიცირებულებიდან 22 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
„დღესდღეობით კოვიდცენტრებში 246 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხუთის კი კრიტიკულია. დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო მცირე ნაწილი მსუბუქი და უსიმპტომოა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, სამი აგვისტოდან დღემდე, დაახლოებით ათი შემთხვევის წყარო უცნობია.
„სამი აგვისტოდან დღემდე, დაახლოებით ათი პაციენტის წყარო არ არის ცნობილი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.