შაბათს, 29 ივნისს, „თავისუფლების მარში“ გაიმართება, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა სპიკერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
შოთა დიღმელაშვილის თქმით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყობა.
„გამოდით სახლებიდან, სამსახურებიდან, უნივერსიტეტებიდან, საჯარო სტრუქტურებიდან და პოლიციიდან. შაბათს 29 ივნისს, გამოდით მთელი საქართველოდან რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე.
გამოდით ყველა და ჩვენ გვექნება თავისუფლების მარში რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
ჩვენ გვექნება თავისუფლების მარში, რომელშიც ყველა ქართველი მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.