დღევანდელი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა
დღევანდელი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა

დღევანდელი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის გავლით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა გამართეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები, დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა და ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით.

ამასთან, აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე რჩება სამი მოშიმშილე. მათთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ღამით დარჩენას აპირებს კიდევ რამდენიმე მომიტინგე.

როგორც აქციაზე განაცხადეს, 24 ივნისს, 14:00 საათზე ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე.