დღეს უკრაინის პორტს მარცვლეულითა და საკვები პროდუქტით დატვირთული კიდევ ოთხი ხომალდი დატოვებს
დღეს უკრაინის პორტს მარცვლეულითა და საკვები პროდუქტით დატვირთული კიდევ ოთხი ხომალდი დატოვებს

დღეს უკრაინის პორტს მარცვლეულითა და საკვები პროდუქტით დატვირთული კიდევ ოთხი ხომალდი დატოვებს. ინფორმაციას შავი ზღვის საკოორდინაციო ცენტრი ავრცელებს.

რიგით მესამე ტვირთი 160 000 ტონა მარცვლეულს, სიმინდს, მზესუმზირას, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებს შეიცავს.

ხომალდების ნაწილი ოდესიდან, ნაწილი კი ჩერნომორსკიდან გაემგზავრება და დანიშნულების საბოლოო პუნქტები თურქეთი და იტალია იქნება.