დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან 46 გურიაში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან 46 გურიაში გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები არიან.
„გაგრძელდება საეჭვო პაციენტების კვლევები. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.