დღეს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ქართველი სამბისტები ჩაერთვებიან. მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის სახელით პირველი მინდია ლილუაშვილი გამოვა (68 კგ) და რუსეთის წარმომადგენელ ნიკიტა კლეცკოვს დაუპირისპირდება. 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბესარიონ ბერულავა აზერბაიჯანელ ჯეიჰუნ ჰუსეინოვს შეხვდება, ხოლო 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ლორიაშვილი რუს არსიმ ჩერნოსკულოვთან გაარკვევს ურთიერთობას.
რაც შეეხებათ ქართველ ქალებს, ნინო ოძელაშვილი (72 კგ) რუმინელ ლორენა-ალექსანდრა პედელენცკის შეხვდება, ელენე ქებაძე (80 კგ) – რუს ანა ბალაშოვას, ხოლო მარიამ ჯანაშვილი (56 კგ) ფრანგ ლორ ფურნიეს.
სამბოს შეჯიბრებები თბილისის დროით 11:30 საათიდან იწყება.