საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.
„მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
როგორც საქართველოს პარლამენტი განმარტავს, „აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.