წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით, მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე 35-ედ აღინიშნება. ეს დღე ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ინიციატივით 1983 წელს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცის (UNESCO) ინიციატივით დაფუძნდა.
მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას რამდენიმე წელია საქართველოც უერთდება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ძეგლების ნომინირებითა და პოპულარიზაციით.
ამ დროისთვის საქართველოში 11 765 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია აღრიცხული, რომელთაგან 7 505 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია., 4 221 კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლი,
39 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 978 ძეგლს KI განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დღეისათვის, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი:
• მცხეთის ისტორიული ძეგლები
• გელათის სამონასტრო კომპლექსი
• ზემო სვანეთი
UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში ნომინირებულია სამი ძეგლი:
• ქართული მრავალხმიანობა,
• ქართული ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი,
• ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზნით, წარდგენილია „ქართული ჭიდაობა“.